ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ და მეცნიერებატევადი პროდუქციის გამოშვებამ გამოიწვია ის, რომ ინტელექტუალური საკუთრების და არამატერიალური აქტივების შეფასებამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა საწარმოს აქტივების შეფასებაში, განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიური საწარმოებისათვის.
პრაქტიკაში საკმაოდ ხშირად გვხვდება შემთხვევები, როდესაც კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების ღირებულება აჭარბებს ყველა დანარჩენი აქტივის ჯამურ ღირებულებას და წარმოადგენს კომპანიის ძირითად რესურსს, მარკეტინგული სტრატეგიის თვალსაზრისით.
ჩვენ შეგვიძლია შევაფასოდ ისეთი არამატერიალური აქტივები როგორიცაა:
- ლიცენზია;
- პატენტი;
- ნოუ-ჰაუ;
- საავტორო უფლება;
- სავაჭრო ნიშანი;
- გუდვილი;
- პროგრამული პროდუქტი.
არამატერიალური აქტივების შეფასებისას (მოცემული ობიექტის კონკურენტუნარიანობის პროგნოზირება, მისი სიცოცხლის ციკლის მოდელირება და სხვ.) მთავარი სირთულე მდგომარეობს შესაბამისი ბაზრის კონიუქტურის შესახებ ობიექტური ინფორმაციის სიმცირეში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ყველა გამოთვლა რეალური პროგრამებიდან გამომდინარე უნდა გაკეთდეს.
არამატერიალური აქტივების შეფასება მოითხოვს არსებული მონაცემების ზედმიწევნით შესწავლას, რათა განისაზღვროს შემოსავლების ნაკადები, რომლებიც ამ აქტივებთან არის ასოცირებული. აუცილებელია მათი სიცოცხლის დარჩენილი ვადის ინდენტიფიცირება და შეფასების ისეთი მეთოდის არჩევა, რომელიც ზუსტად ასახავს მის რეალურ ღირებულებას.
ჩვენ გაძლევთ გარანტიას ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან.
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ ქონების შეფასებაში და გაგიწიოთ კონსულტაციები წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.
კონსულტაციები უფასოა!