მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების მიმართ პრაქტიკაში გამოიყენება სამი ძირითადი მიდგომა, რომელთაგან ერთ-ერთია დანახარჯების მეთოდი, რომლის გამოყენების დროსაც საბაზრო ღირებულების დადგენა დაფუძნებულია იმ ვარაუდზე, რომ ხარჯები გაწეული ქონების შექმნაზე წარმოადგენენ საფუძველს ამავე ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრისთვის.
დანახარჯების მეთოდი წარმოადგენს ობიექტის შეფასების, მეთოდების ერთობლიობას, რომლებიც დაფუძნებულია შეფასებული ობიექტის აღდგენისათვის საჭირო დანახარჯების განსაზღვრაზე, ცვეთის გათვალისწინებით. ანუ, იგი დაფუძნებულია პრინციპზე, რომ ინვესტორი არ გადაიხდის ქონების შეძენაში იმაზე მეტს, რაც საჭიროა ანალოგიური ობიექტის აღწარმოებისთვის (შექმნისათვის), აქ გასათვალისწინებელია ცვეთის სახეებიც.
მოძრავი ქონების შეფასება დანახარჯების მეთოდით მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- შესაფასებელი ობიექტის სტრუქტურულ ანალიზს;
- ობიექტის ჩანაცვლების (აღდგენითი) ღირებულების განსაზღვრას;
- ცვეთის განსაზღვრას;
- შესაფასებელი ობიექტის თითოეული კომპონენტის ღირებულების გაანგარიშებას ცვეთის გამოკლებით;
- შეფასების ობიექტის საერთო ღირებულების გაანგარიშებას.
დანახარჯების მეთოდის გამოყენებისას განიხილება აღდგენითი და ჩანაცვლების ღირებულებები:
აღდგენითი ღირებულება არის იმ ხარჯების ფულადი გამოხატულება, რომელიც საჭირო იქნებოდა შეფასების თარიღისათვის ბაზარზე არსებული ფასებით შესაფასებელი ქონების ზუსტი დუბლიკატის ან ასლის – ახალი ანალოგის შექმნისთვის.
ჩანაცვლების ღირებულება გამოხატავს ობიექტის მსგავსი ფუნქციური გამოყენების ქონების შექმნისათვის გაწეული ხარჯების ღირებულებას შეფასების თარიღისათვის, თანამედროვე სტანდარტების და ტექნოლოგიების გამოყენებით.
ცვეთა:
დანახარჯების მეთოდში, მას შემდეგ რაც გამოითვლება ობიექტის ჩანაცვლების (აღდგენითი) ღირებულება, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამივე სახის ცვეთა.
- ფიზიკური ცვეთა;
- ფუნქციონალური ცვეთა;
- გარე ეკონომიური ცვეთა.
ფიზიკური ცვეთა:
მანქანა-დანადგარების ფიზიკური ცვეთა არის მანქანის ღირებულების შემცირება მისი შრომისუნარიანობის გაუარესების გამო, რაც შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო დიდი ხნის ექსპლუატაციით ან გარკვეული პერიოდით შენახვით. ფაქტიურად ეს არის ზომების, ფორმებისა და წონის ან ზედაპირის მდგომარეობის ცვლილება – მუდმივი დატვირთვით შედეგად. მოწყობილობების დეტალების ცვეთის სიჩქარე დამოკიდებულია ბევრ მიზეზზე:
- მუშაობის რეჟიმსა და პირობებზე;
- მასალებზე, რომლებისგანაც ისინი არიან დამზადებულნი;
- მოხახუნე ზედაპირების შეზეთვის ხასიათზე;
- სრიალის სიჩქარესა და წილობრივ დატვირთვაზე;
- დაძაბულობის ზონის ტემპერატურაზე;
- გარემოცვის მდგომარეობაზე და სხვა.
ნორმალური ანუ ბუნებრივია ცვეთა, რომელიც წარმოიშვება მანქანა-დანადგარების სწორი, მაგრამ ხანგრძლივი ექსპლოატაციისას, ანუ მისი მუშაობის მოცემული რესურსის გამოყენების შედეგად.
ავარიული ანუ პროგრესირებადია ცვეთა, რომელიც წარმოიშვება დროის მცირე მონაკვეთში და აღწევს ისეთ ზომებს, რომ მანქანა-დანადგარების შემდგომი გამოყენება შეუძლებელია.
შეფასებისას მანქანებისა და მოწყობილობების ფიზიკური ცვეთის განსაზღვრის აქტუალობა, გამოწვეულია შემდეგი მიზეზებით:
- აქტივების სიცოცხლის ხანგრძლივობის შედარებით მოკლე ვადა და მისი ღირებულების მკვეთრი ცვლილება;
- ფიზიკური ცვეთის მნიშვნელოვანი გავლენა მანქანებისა და მოწყობილობების ფასებზე;
- კონსტრუქციების სირთულისა და მანქანათა სახეობების განსხვავების გამო ცვეთის რიცხობრივი სიდიდის განსაზღვრის სირთულე.
ფიზიკური ცვეთის გაანგარიშება შესაძლებელია შემდეგი მეთოდების გამოყებებით:
- ფიზიკური მდგომარეობის ექსპერტიზის მეთოდი;
- ეფექტური ასაკის მეთოდი;
- საშუალო შეწონილი ქრონოლოგიური ასაკის მეთოდი;
- ექსპერტულ-ანალიტიკური მეთოდი;
- მთავარი პარამეტრის გაუარესების მეთოდი.
ფუნქციონალური ცვეთა:
არსებული მანქანების და აღჭურვილობის ფუნქციონალურ ცვეთას (გაუფასურებას), როგორც წესი, უკავშირებენ მათ მიერ ფასის დაკარგვას ბაზარზე იმავე ფუნქციონალური დანიშნულების ახალი ტექნიკის გამოჩენის გამო.
ჩვეულებრივ განიხილავენ ახალი ტექნიკის ძველისაგან განსხვავების ორ კატეგორიას ანუ ფუნქციონალური დაბერების ორ კატეგორიას: ჭარბი კაპიტალური დანახარჯები და ჭარბი საწარმოო დანახარჯები. ახალი ტექნიკის ყველა განსხვავება ძველისაგან, რომელიც ნაკლებად მიმზიდველს ხდის ძველ ტექნიკას, თავისთავად მივყავართ მის გაუფასურებამდე და შესაბამისად მის ფუნქციონალურ დაბერებამდე.
ფუნქციონალური ცვეთის მიახლოებითი გამოთვლისათვის აკეთებენ დაშვებას რომ ფუნქციონალური ცვეთის კოეფიციენტი დამოკიდებულია მოწყობილობების ასაკზე, და რადგან ახალი ტექნიკა გარკვეული პერიოდულობით გამოდის, თვლიან, რომ ყველა ტიპის მოწყობილობისათვის თუკი მისი ასაკი არ აღემატება 5 წელს, ფუნქციონალური ცვეთა ნულის ტოლია, ხოლო როდესაც ასაკი ხუთ წელზე მეტია იგი შემდეგნაირად განისაზღვრება:
მეტალისმჭრელი და მძიმე გადამზიდი ტექნიკისათვის:
ენერგეტიკული, ტერმიული მოწყობილობებისათვის:
კომპიუტერული და სხვა საოფისე ტექნისკისათვის:
გარე (ეკონომიური) ცვეთა:
ფასის კარგვა, განპირობებული გარე ფაქტორების მოქმედებით, დაკავშირებულია როგორც წესი, ობიექტის დაუტვირთაობასთან, გამოწვეული გარე ფაქტორებით.
გარე ეკონომიკური ცვეთის ძირითადი მიზეზები შეიძლება იყოს:
ა) შემცირებული მოთხოვნა პროდუქციაზე, მაგალითად რძის პროდუქციის ფართე ყელიანი მინისტარის შეფუთვის სხვა სახეობით ჩანაცვლებისას გარე ცვეთის გამო მკვეთრად დაეცა ფასები ასეთი მინისტარის მწარმოებელ აღჭუირვილობაზე.
ბ) გაზრდილი კონკურენცია იმპორტულ ნაწარმთან იწვევს იმავე დანიშნულების პროდუქციის მწარმოებელი სამამულო აღჭურვილობის გაუფასურებას.
გ) დაბრკოლებები ნედლეულით ან მანქანის მწარმოებლების მაკომპლექტებლებით (მაგალითად, საბჭოთა კავშირის დაშლის გამო) მომარაგებაში, გაზრდილი დანახარჯები ნედლეულზე და კომუნალურ მომსახურებაზე, ინფლაცია, მაღალი საპროცენტო განაკვეთები, გადასახადების ზრდა.
გარე ეკონომიკური ცვეთა იწვევს მისი მესაკუთრის მიერ მიღებული მოგების შემცირებას. ღირებულების მნიშვნელოვანი შემცირების დროს შემფასებელმა შეიძლება მისცეს საწარმოს რეკომენდაცია ჩაატაროს აღჭურვილობის უტილიზაცია, რადგანაც მისი საუტილიზაციო ღირებულება შეიძლება აღმოჩნდეს საბაზრო ღირებულებაზე მეტი.
დანახარჯების მიდგომისას აღჭურვილობის ბოლომდე გამოუყენებლობის ფარდობითი კოეფიციენტი ითვლება ფორმულით:
M მიმდ – მიმდინარე მწარმოებლურობა (ფაქტიური)
M ნომინ – სრული (ნომინალური) მწარმოებლურობა
გარე ეკონომიკური ცვეთა კი უდრის :
ანუ