დღესდღეობით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ძალზედ სწრაფად ვითარდება. ახალი ტრანსპორტის ფასებზე ყველაფერი ნათელია, რადგან მათ ფასებს აწესებენ მწარმოებელი ფირმები, ხოლო ექსპლოატაციაში ნამყოფ მანქანებზე კი მუდამ ისმის კითხვა, თუ რამდენად შეესაბამება ავტომანქანის გასაყიდი ფასი მის რეალურ ღირებულებას. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია საშემფასებლო კომპანიას.
სატრანსპორტო საშუალებების გაყიდვის ყველაზე სწრაფი და საიმედო გზა მისი საბაზრო ფასით რეალიზაციაა. ამისთვის კი აუცილებელია ავტომობილის დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება.
სატრანსპორტო საშუალებად მოიხსენიება ყველა ის ობიექტი, რომელიც გამოიყენება მგზავრებისა თუ ტვირთების გადასაადგილებლად, კერძოდ – ავტომანქანები (სატვირთო, მსუბუქი) და მათი მისაბმელები, მოტოციკლები, სპეციალიზებული და საზოგადო ტრანსპორტი, რელსებზე მოძრავი კოლონები, თვითმფრინავები და ვერტმფრენები, საზღვაო ტრანსპორტი, კონტეინერებისა და სხვა სატრანსპორტო მოწყობილობების ჩათვლით.
ავტომანქანების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების შეფასებისთვის ყველაზე ხშირად მოგვმართავენ:
- ყიდვა-გაყიდვისას;
- ავტომობილის გირაოში ჩადების წინ;
- იჯარით (ლიზინგით) გადასაცემად;
- ქონებრივი დავის შემთხვევებში;
- ბიზნეს გეგმის შედგენისას;
- კომპანიის ბალანსზე აყვანის/ჩამოწერის მიზნით;
- დაზღვევის მიზნით;
- აუქციონის სასტარტო ფასის დასადგენად;
- ძირითადი ფონდების გადაფასებისას;
- ზარალის შეფასების დროს.
სატრანსპორტო საშუალებების შეფასება ასევე საჭირო ხდება საწარმოს განვითარების სტრატეგიის შემუშავებისას, წარმოების ტექნიკური უზრუნველყოფის შესაფასებლად, რათა ამის საფუძველზე მიღებულ იქნას გადაწყვეტილება მოძველებულიავტოპარკის შეცვლის ან მოდერნიზაცის შესახებ.
ჩვენ გაძლევთ გარანტიას ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან.
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ ქონების შეფასებაში და გაგიწიოთ კონსულტაციები წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.
კონსულტაციები უფასოა!