შემფასებელთა პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციის, სადაზღვევო კომპანიებისა და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ევროპისა და აზიის 10 ქვეყნის საშემფასებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, უძრავი და მოძრავი ქონების შეფასების აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. კონფერენციის მთავარი მიზანი საქართველოში შეფასების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და პოპულარიზაციაა. უკრაინის შემფასებელთა თანამეგობრობის პრეზიდენტის- ალექსანდრე ამფითატროვის განმარტებით, ქვეყანაში ქონების შეფასების მაჩვენებლების ცოდნა ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. შებფასებელთა საერთაშორისო კონფერენცია 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე.