დაუმთავრებელი მშებებლობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც საინვესტივციო პროექტის წარუმატებელი რეალიზაცია, როდესაც კონკრეტულმა ინვესტორებმა მაღალი რისკების პირობებში და არახელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის გამო ვერ შეძლეს დასახული მიზნების მიღწევა. იმისათვის რომ შეძლონ ჩადებული თანხების გარკვეული ნაწილის უკან დაბრუნება, ბევრი მათგანი მზადაა უარი თქვას საწყის პროექტზე და გაყიდოს დაუმთავრებელი მშენებლობის ობიექტი ღია ბაზარზე.
სწრაფად ცვლადი საბაზრო პირობების დროს დაუმთავრებელი მშენებარე ობიექტების შეფასება საკმაოდ აქტუალური და რთულია და შემფასებლისგან მოითხოვს სპეციალურ ცოდნასა და გამოცდილებას. ჩვენი კომპანიის სპეციალისტები ფლობენ ამ ცოდნასა და გამოცდილებას და ყოველთვის მზად არიან გაგიწიონ მომსახურეობა შეფასებასთან დაკავშირებით.
დაუმთავრებელი მშენებლობის შეფასებისას, ჩვენი შემფასებლების მიერ დგინდება მისი საბაზრო ღირებულება, ლიკვიდურობა, ექსპოზიციის სტანდარტული ვადები და სავარაუდო შეფერხებები ობიექტის რეალიზებისას, ობიექტის ადგილიმდებარეობა და მნიშვნელობა დამკვეთის საქმიანობისათვის.
ჩვენ შეგვიძლია დაუმთავრებელი მშენებლობა შეგიფასოთ ნებისმიერ ეტაპზე, რისთვისაც ჩვენ ხშირად მოგვმართავენ:
- მემკვიდრეობის გადაფორმებისას;
- იპოთეკური სესხის მიღებისას;
- საწარმოს კაპიტალში შეტანის შემთხვევაში;
- საგადასახადო მიზნებისათვის;
- ფინანსურ ანგარიშგებაში სწორად ასახვის მიზნით.
ჩვენ გაძლევთ გარანტიას ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან.
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ ქონების შეფასებაში და გაგიწიოთ კონსულტაციები წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.
კონსულტაციები უფასოა!