მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების მიმართ პრაქტიკაში გამოიყენება სამი ძირითადი მიდგომა, რომელთაგან ერთ-ერთია შემოსავლების მეთოდი, რომელიც განსაზღვრავს საბაზრო ღირებულებას ობიექტის გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავლების ერთიანობის საფუძველზე.
ღირებულების გამოთვლის ზოგადი პრინციპი სამანქანო კომპლექსის შეფასებისას მდგომარეობს შემდგომში: გამოითვლება მთელი საწარმოო-კომერციული სისტემის ფუნქციონირების შედეგად მიღებული სუფთა შემოსავალი, შემდგომ ამისა აქედან გამოიყოფა სუფთა შემოსავლის ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ იქმნება სამანქანო კომპლექსით, შემდეგ კი შემოსავლის ამ დარჩენილი ნაწილის მიხედვით დგინდება თავად სამანქანო კომპლექსს ღირებულება.
შემოსავლების მეთოდის გამოყენებისას უნდა დავიცვათ ობიექტის საუკეთესო და ეფექტური გამოყენების პრინციპი.
- უზრუნველყოფილია მისი მაქსიმალური დატვირთვა;
- სრულად იხსნება მისი ფუნქციონალური შესაძლებლობები;
- პრაქტიკულად რეალიზებადი უნდა იყოს;
- უმაღლესი ფასი (შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი მოწყობილობაც).
შემოსავლების მეთოდის ხერხებია:
- დისკონტირების მეთოდი;
- პირდაპირი კაპიტალიზაციის მეთოდი;
- თანაბარეფექტური ფუნქციონალური ანალიზის მეთოდი.
შეფასების თანმიმდევრობა:
1) განისაზრვრება ე.წ. წმინდა საოპერაციო შემოსავალი;
1.1) განისაზღვრება ამონაგები წარმოებული საქონლის ფასისა და გაყიდვების მოცულობის ნამრავლის სახით;
1.2) სრულდება პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე გაწეული ხარჯების კალკულაცია. (ხარჯებში არ შედის საამორტიზაციო ანარიცხები).
2) ჯამდება საპროგნოზო პერიოდის წმინდა შემოსავლები;
3) ხორციელდება დისკონტირება.
დისკონტირება – ეს არის მომავალი ფულის გაიაფება მისი დღევანდელ ფულზე დაყვანისას. დისკონტირება გამომდინარეობს იმ მოსაზრებიდან, რომ კაპიტალი ბრუნვისას თავისთავად იზრდება და ამის გამო ხდება ფულის გაიაფება.
დისკონტირების განაკვეთს განიხილავენ როგორც მოგების ქვედა ზღვრულ დონეს, რომლის დროსაც ინვესტორი დასაშვებად მიიჩნევს თავისი სახსრების ჩადებას მოცემული ობიექტის შეძენაში.
თუ სუფთა მოგება ობიექტის ექსპლოატაციის წლების მიხედვით განისაზღვრება ”არამყარ ვალუტაში”, რომელიც უფასურდება ინფლაციის შედეგად, მაგალითად, ლარებში, მაშინ გამოიყენებენ დისკონტის ნომინალურ განაკვეთს. ეს განაკვეთი მოიცავს ინფლაციურ მონაცემებს.
თუ გამოთვლები სრულდება ”მყარ” ვალუტაში, რომელიც პრაქტიკულად არ განიცდის ინფლაციას, მაგალითად, აშშ დოლარებში, მაშინ იყენებენ დისკონტის რეალურ განაკვეთს.
დისკონტირების ნომინალური განაკვეთის გამოთვლა:
Rn=R+I
სადაც Rn, R – შესაბამისად დისკონტის ნომინალური და რეალური განაკვეთებია;
I – ინფლაციის წლიური ტემპი.
დისკონტირების განაკვეთის გამოთვლის კუმულატიური მოწყობის მეთოდი:
- მოქმედი საშემოსავლო განაკვეთებიდან ირჩევენ ურისკო განაკვეთს;
- შემდეგ ურისკო განაკვეთს ემატება რისკის დანამატი (პრემია რისკისთვის), რომელიც შეიძლება მერყეობდეს 3-10%-ის ფარგლებში, რაც აირჩევა საინვესტიციო პროექტის რისკის გათვალისწინებით.
შედეგად მიიღება დისკონტირების რეალური განაკვეთი მოცემული პროექტისათვის (მყარი ვალუტის შემთხვევაში).
თუ კალკულაციები კეთდება არამყარ ვალუტაში, მაშინ გამოითვლება დისკონტის ნომინალური განაკვეთი მოცემული პროექტისათვის.
შემოსავლების მეთოდში, ცვეთების გათვალისწინება არ არის საჭირო, რადგან მისი გავლენა ირიბად აისახება შემოსავლებზე. რაც მეტია ცვეთა, მით ნაკლებია შემოსავალი და პირიქით.