მიყენებული ქონებრივი ზიანი მოქალაქის ან კომპანიის მიმართ ჩვენს საზოგადოებაში ხშირი მოვლენაა, რა დროსაც დგება მიყენებული ზიანის შეფასების აუცილებლობა, კომპენსაციის ოდენობის დადგენის და მოთხოვნის მიზნით. თქვენი საკუთრების დაზიანების შეფასება დამოუკიდებელი შემფასებლების მიერ, დაგეხმარებათ შექმნათ მყარი იურიდიული მტკიცებულება იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი უფლებები და მოითხოვოთ კომპენსაციის ოდენობა, დაზიანებული ქონების აღდგენის მიზნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად).
“აუდიტის და შეფასების სახლი”-ს ექსპერტები უმოკლეს დროში მოახდენენ თქვენი ქონებრივი ზიანის ან მიუღებელი შემოსავლის შეფასებას, რაც დასაბუთებული იქნება შესაბამისი და ურყევი მტკიცებულებებით.
ჩვენ გაძლევთ გარანტიას ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან.
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ ქონების შეფასებაში და გაგიწიოთ კონსულტაციები წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.
კონსულტაციები უფასოა!