ცნობილია, რომ კაპიტალის უმთავრესი მახასიათებელი თვისებაა მფლობელისათვის მოგების მოტანა, ხოლო მისი გრძელვადიანი დაბანდება ანუ ინვესტირება ამ საშუალების გამოყენების ერთერთი ფორმა.
ინვესტიციის შეფასების კრიტერიუმები:
შინაარსობრივად, საინვესტიციო პროექტის შეფასება მდგომარეობს ინვესტორისათვის ინფორმაციის მიწოდებაში მოცემული პროექტის ინვესტირების (ან მასზე უარის თქმის ) გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, განსაკუთრებულ როლს თამაშობს ფინანსურ-ეკონომიკური შეფასება. საინვესტიციო პროექტების შეფასების არსებულ მრავალრიცხოვან კრიტერიუმებს შორის განვიხილოთ ორი ძირითადი. ისინი შეიძლება ავღნიშნოთ როგორც ფინანსური შეფასება და ეკონომიკური შეფასება, და ეს ორივე მიდგომა ურთიერთშემავსებელია.
სტატიკური მეთოდების გამოყენებისას, ჩვეულებრივ, მიიღება მოგების უბრალო ნორმებისა და ინვესტიციების თვითანაზღაურების ვადების მაჩვენებლები.
დისკონტირების მეთოდების გამოყენებისას მიიღება ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა ინვესტიციის მიმდინარე ღირებულება (NPV) და მოგების შინაგანი ნორმა (IRR).
საინვესტიციო პროექტის შეფასებისას ხდება საპროექტო დოკუმენტაციის ფულადი ნაკადების ენაზე გადაყვანა, ხოლო მონაწილეთა ინტერესები აისახება ფორმულებში, რომელიც ამ ინტერესების მიმართ გაითვლიან ფულად ნაკადებს.
პროექტის შეფასების შედეგად მიღებული შედეგების საიმედოობა დამოკიდებულია საწყისი მონაცემების სისრულეზე და ანალიზის დროს გამოყენებული მეთოდების სწორად შერჩევაზე. გათვლების შედეგების ინტერპრეტაციისას, უპირველეს როლს თამაშობს კონსულტანტების გამოცდილება და კვალიფიკაცია.
საინვესტიციო პროექტების შეფასების მომსახურებები მოიცავს:
1. საინვესტციო პროექტების შეფასების საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ფორმატს; 2. ინვესტორების ინტერესებში შემავალი დაფინანსების დაბალანსებული პროგრამების შემუშავებას; 3. პროექტის რეალიზაციასთან დაკავშირებული რისკების ანალიზსა და განაწილებას; 4. საინვესტიციო პროექტების წარმომდგენი საწარმოების ფინანსური სიცოცხლისუნარიანობის შეფასებას; 5. ბიზნეს-გეგმების საფინანსო-ეკონომიკური ასპექტების შემუშავებას; 6. ხელის შეწყობას საფინანსო ინსტიტუტებიდან სახსრების მოზიდვაში.
1. დისკონტირების გამოყენებაზე დაფუძნებული მეთოდები:
ა) NPV-ს წმინდა მიმდინარე ღირებულების განსაზღვრის მეთოდი; ბ) IP-ის მომგებიანობის ინდექსის გაანგარიშების მეთოდი; გ) IRR-ს რენტაბელობის შიდა ნორმების გაანგარიშების მეთოდი; დ) თვითანაზღაურების დისკონტირებული ვადის გაანგარიშება;
2. მეთოდები, რომლებიც არ იყენებენ დისკონტირებას.
ზოგადად, დისკონტირების მეთოდები, ტრადიციულთან შედარებით, უფრო სრულყოფილია: ისინი ასახავენ კაპიტალის ბაზრის კანონებს, რომლებიც რესურსების გამოყენების კონკრეტული ხერხის გამოყენებისას ხელიდან გაშვებული მოგების შეფასების ანუ რესურსების ეკონომიკური ღირებულების საშუალების იძლევა. თუმცა, ეს კრიტერიუმები წმინდა სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სრულყოფილი ბაზრის პირობებში. გაურკვევლობის პირობებში, არასრული ინფორმაციისა და ა. შ. ინვესტიციების გასაანალიზებლად საჭიროა კრიტერიუმის მოდიფიცირება. ფულის ნაკადების დისკონტირების კრიტერიუმების გამოყენებისას მთავარი პრობლემას დისკონტირების განაკვეთის შერჩევა წარმოადგენს.
ინვესტიციების ეფექტიანობის შეფასება
ეფექტიანობა ეწოდება უმცირესი დანახარჯებით საუკეთესო შედეგების მიღწევის დონეს. საინვესტიციო პროექტის ეფექტიანობა განიხილება როგორც კატეგორია, რომელიც ასახავს საინვესტიციო პროექტის შესაბამისობას მის მონაწილეთა მიზნებთან და ინტერესებთან. პროექტის სხვადასხვა მონაწილეთათვის ეფექტიანობა შეიძლება განსხვავებული იყოს. შესაძლებელია, რომ მთლიანობაში ფინანსურად წარმატებული პროექტი არაეფექტიანი იყოს მასში მონაწილეთათვის. პროექტში რომელიმე მონაწილის საკუთარი კაპიტალის მონაწილეობის ეფექტიანობა განისაზღვრება პროექტში ჩადებულის მისი კაპიტალის იმ კაპიტალთან შეფარდებით, რომელიც მიღებულია პროექტის რეალიზაციის ხარჯზე და დარჩება საკუთარი დანახარჯების კომპენსაციის და კრედიტორებთან და სახელმწიფოსთან ანგარიშსწორების შემდეგ და სხვ. პროექტში ჩადებული მონაწილის საკუთარი სახსრების მოცულობა განისაზღვრება, როგორც მის მიერ პროექტში ჩადებული ყველა სახსრისა და ამ მიზნისათვის მოზიდული ყველა სახსრის მოცულობის სხვაობა.
პროექტში ყოველ ნაბიჯზე ჩადებული საკუთარი სახსრების მოცულობა განისაზღვრება როგორც სხვაობა ამ პროექტში ჩასადებ ყველა სახსარსა და ამ ნაბიჯზე აღებულ სესხს შორის. საინვესტიციო პროექტის ეფექტიანობის შეფასება შეიძლება როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი მახასიათებლებით.
საინვესტიციო პროექტის ექსპერტიზის ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ გამოვიკვლიოთ რამდენად სრულია, საიმედოა და ზუსტია იგი.
ჩვენ გაძლევთ გარანტიას ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან.
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ ქონების შეფასებაში და გაგიწიოთ კონსულტაციები წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.
კონსულტაციები უფასოა!