“აუდიტის და შეფასების სახლი” ახალგაზრდა და მზარდი კომპანიაა, რომელიც დაკომპლექტებულია ამ საქმეში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიანალთა გუნდით.
სერტიფიცირებული უძრავი და მოძრავი ქონების შემფასებლებთან ერთად, რომლებიც ფლობენ აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემულ ISO 17024 სტანდარტის შესაბამის სერტიფიკატებს, კომპანიაში აგრეთვე მუშაობენ საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული აუდიტორებიც, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში გაგიწევენ დეტალურ კონსულტაციას საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით.
ჩვენი პრიორიტეტებია:
- მომსხურების მაღალი ხარისხი;
- სამუშაოების უმოკლეს ვადებში შესრულება;
- კლიენტებთან ინდივიდუალური მიდგომა;
- ყველასთვის მისაღები ფასები;
- კონფიდენციალურობა.
ჩვენი კომპანიის სპეციალისტების მაღალი კვალიფიკაცია და თითოეული კლიენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა ხელს შეუწყობს თქვენი ბიზნესის განვითარებას.
“აუდიტის და შეფასების სახლი”, დღიდან დაასრებისა, აქტიურად თანამშრომლობს, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ კომპანიებთან.
ჩვენი კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ინტენსიურად ახორციელებს ინვესტიციას ინფორმაციაში.
შესაბამისად ჩვენ ვფლობთ გაყიდვებისა და შეთავაზებების ყველაზე დიდ ინფორმაციულ ბაზას.
ჩვენ გაძლევთ გარანტიას ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან.
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ ქონების შეფასებაში და გაგიწიოთ კონსულტაციები წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.
კონსულტაციები უფასოა!