ბიზნესის შეფასება არის კომპანიის ყველა აქტივის: უძრავი ქონების, მანქანა-დანადგარების და სხვა მოწყობილობების, ფასიანი ქაღალდების, სასაქონლო-მატერიალური მარაგების, ინვესტიციების და არამატერიალური აქტივების და ვალდებულებების კომპლექსური შეფასება. გარდა ამისა ცალკე შეფასების საგანია წარსული, მიმდინარე და მომავალი შემოსავლები, კომპანიის ეფექტურობა, განვითარების პერსპექტივა და კონკურენტული გარემო ბაზარზე. ასევე ხორციელდება ამ კომპანიის შედარება სხვა ანალოგიური საქმიანობის კომპანიებთან. ასეთი ანალიზის საფუძველზე კომპანია ფასდება, როგორც მოგების მოტანის შესაძლებლობის მქონე ქონებრივი კომპლექსი.
ბიზნესის ღირებულება მისი ფუნქციონირების შედეგების ობიექტური მაჩვენებელია. ბიზნესის ღირებულების შეფასება ფაქტობრივად ეს არის საწარმოს მიმდინარე მოღვაწეობისა და პერსპექტივების ფინანსური, ორგანიზაციული და ტექნოლოგიური ანალიზი.
ბიზნესის შეფასება დაგჭირდებათ:
- მმართველობითი გადაწყვეტილებების მისაღებად;
- ბიზნესის (საწარმოს) მთლიანად ან ნაწილობრივ ყიდვა-გაყიდვისას;
- რეორგანიზაციისას (შერწყმა, გაყოფა და სხვა) და საწარმოს ლიკვიდაციისას;
- ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საწარმოს აქციების ყიდვა-გაყიდვისას;
- საწარმოს იჯარით გაცემისას;
- ბიზნესის (საწარმოს) განვითარებისათვის საინვესტიციო პროექტის განხორციელებისას;
- ბანკიდან სესხის აღების დროს;
- დაზღვევისას;
- ძირითადი ფონდების გადაფასებისას.
კომპანიის ღირებულების შეფასება საკმაოდ ადვილია, თუკი მისი აქციები თავისუფალ მიმოქცევაშია ბირჟაზე და აქციები მაღალი ლიკვიდურობით ხასიათდება, მაგრამ ასეთი მიდგომა ბევრ ქართულ კომპანიას არ მიესადაგება.
როგორ ხორციელდება ბიზნესის შეფასება?
პირველ რიგში უნდა განისაზღვროს ბიზნესის შეფასების მიზანი, რომელიც შეიძლება ორგვარი იყოს:
- პირველი- ბიზნესის შეფასება ამა თუ იმ სამართლებრივი მოქმედების ჩასატარებლად, როდესაც თქვენ გჭირდებათ სერტიფიცირებული დამოუკიდებელი ექსპერტის ოფიციალური დასკვნა კომპანიის ღირებულების შესახებ;
- მეორე – როდესაც თქვენ გსურთ თქვენი ბიზნესის რეალური ღირებულების დადგენა.
კომპანიის ღირებულების შეფასებისას მრავალი ფაქტორის გათვალისწინება ხდება, თანაც სხვადასხვა კონმპანიისათვის სხვადასხვა მაჩვენებლებს ენიჭებათ პრიორიტეტი. საწარმოო ორგანიზაციებისათვის (ქარხნები, ფაბრიკები) ეს არის მათ მფლობელობაში არსებული ფასეულობების ღირებულება. ხოლო კომპანიისათვის, რომელიც მომსახურეობის ან ვაჭრობის სფეროს მიეკუთვნება ძირითად კრიტერიუმად გვევლინება შემოსავალი, რომლის გენერირებასაც იგი ახორციელებს.
ეკონომიკის განვითარებასთან ერთად მოიმატა კომპანიების, ან მათი წილების ყიდვა-გაყიდვის რიცხვმა. ამიტომ შემფასებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კომპანიის ღირებულება არ შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ანალოგიური კომპანიის გაყიდვის გარიგების ღირებულებისაგან.
ბიზნესის შეფასების მომსახურეობის ღირებულება:
ბიზნესის შეფასება ყოველთვის არასტანდარტული ამოცანაა და ამიტომაც არ არსებობს ამ მომსახურეობის მკაცრად განსაზღვრული ფასი. კონკრეტული პირობები და შეთანხმებები მიიღწევა მოლაპარაკებების პროცესში და ფიქსირდება ხელშეკრულებაში.
ჩვენ გაძლევთ გარანტიას ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან.
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ ქონების შეფასებაში და გაგიწიოთ კონსულტაციები წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.
კონსულტაციები უფასოა!