მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების მიმართ პრაქტიკაში გამოიყენება სამი ძირითადი მიდგომა, რომელთაგან ერთ-ერთია შედარების მეთოდი, რომლის გამოყენების დროსაც საბაზრო ღირებულების შესახებ მოსაზრება ყალიბდება შესაფასებელი ქონების შედარებით ისეთ მსგავს ქონების ობიექტებთან, რომლებიც გაყიდულ იქნენ ან შეთავაზებულნი არიან გასაყიდად.
შედარების მეთოდის ხერხები:
I – იდენტურ ობიექტთან პირდაპირი შედარების ხერხი
იდენტური ობიექტი – არ განსხვავდება შესაფასებელი ობიექტისაგან კონსტრუქციის, აღჭურვილობის, პარამეტრების და გამოყენებული მასალების მიხედვით.
II – მსგავს ობიექტთან პირდაპირი შედარების ხერხი
მსგავსი ობიექტი – განსხვავდება შესაფასებელი ობიექტისაგან ძირითადი საექსპლუატაციო მახასითებლების (პარამეტრების) მიხედვით.
პირველ შემთხვევაში ვასრულებთ ე.წ. “კომერციულ” კორექტირებებს
“კომერციული” კორექტირებების ჯგუფები:
I ჯგუფი – კორექტირება გაყიდვის არატიპიურ პირობებზე (მიწოდების დაჩქარებული ვადები, მომსახურების ნორმალური საგარანტიო ვადებისგან გადახრა, ფასდაკლებები, არასტანდარტული კომპლექტაცია, მიწოდებისა და დამატებითი მომსახურებებისთვის არსებული დამატებითი ფასი, საქონლის ხანგრძლივი დაყოვნება საწყობში და სხვა);
II ჯგუფი – კორექტირება დღგ-სა და სხვა გადასახადების არსებობაზე;
III ჯგუფი – კორექტირება დროის ფაქტორის მიხედვით.
მეორე შემთხვევაში სამუშაოების მიმდიანრეობა შემდეგნაირია:
- ვასრულებთ ე.წ. “კომერციულ” კორექტირებებს;
- ვასრულებთ პარამეტრულ კორექტირებებს.
პარამეტრული კორექტირება ორგვარია:
- შესწორებითი (აბსოლუტური) კორექტირება;
- კოეფიციენტით კორექტირება.
შესწორებითი კორექტირების ფორმულა: V = P + Adj = P + Up * (X – Xa)
V – შესაფასებელი ქონების ღირებულება;
P – ანალოგის გაყიდვის ფასი;
Adj – შესწორება;
Up – პარამეტრის ერთეულის ფასი;
X, Xa – შესაფასებელისა და ანალოგის განმასხვავებელი პარამეტრის მნიშვნელობა.
პარამეტრის ერთეულის ფასის გამოითვლა:
P – ანალოგის გაყიდვის ფასი;
Up – პარამეტრის ერთეულის ფასი;
X – პარამეტრის მნიშვნელობა.
კოეფიციენტით კორექტირების ფორმულა: Pადჯ = P * Kadj
Padj – დაკორექტირებული ფასი;
P – ანალოგის ფასი;
Kadj – კორექტირების კოეფიციენტი, რომელიც თავისმხრივ შემდეგნაირად გამოითვლება:
X, Xa – შესაფასებელისა და ანალოგის განმასხვავებელი პარამეტრის მნიშვნელობა;
b – ხარისხის მაჩვენებელი, ე.წ “სამუხრუჭე კოეფიციენტი”, რომელიც გვიჩვენებს თუ რა ძალით ახდენს გავლენას X პარამეტრი ფასზე.
P1, P2 – ანალოგების ფასები;
X1, X2 – შესაბამისად პირველი და მეორე ანალოგის პარამეტრის მნიშვნელობა.
კოეფიციენტით კორექტირება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა განსხვავება რომელიმე მთავარ პარამეტრში.
კორექტირების შეტანის თანმიმდევრობა
- “კომერციული” კორექტირებები;
- ანალოგის დამატებითი მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში – აბსოლუტური შესწორება მოწყობილობის ღირებულების ოდენობით;
- პარამეტრული კორექტირებები: თუკი ანალოგს გააჩნია რაიმე დამატებითი პარამეტრის არასტანდარტული მნიშვნელობა – შესწორებითი კორექტირება ანალოგის ფასზე. თუკი ანალოგსა და შესაფასებელ ობიექტს შორის არის ერთი-ორ მთავარ პარამეტრში განსხვავება – ხორციელდება კოეფიციენტით კორექტირება. თუ შესაფასებელ ობიექტს რაიმე არასტანდარტული პარამეტრიც აქვს – კეთდება შესწორებითი კორექტირება;
- თუკი შესაფასებელს აქვს დამატებითი მოწყობილობა – კეთდება აბსოლუტური კორექტირება, ემატება მოწყობილობის ღირებულება.
საშემფასებლო პრაქტიკაში გამოიყენება ცვეთის სამი სახე: 1) ფიზიკური ცვეთა; 2) ფუნქციონალური ცვეთა; 3) გარე ეკონომიური ცვეთა.
შედარების მეთოდში, ფიზიკური ცვეთის გათვალისწინება ხშირად საჭიროა ანალოგების ფასების ცვეთაზე კორექტირების დროს. ამ დროს ფუნქციონალური და გარე ცვეთა მხოლოდ ირიბ გავლენას ახდენს, რადგან მათი სიდიდე ერთი და იგივეა შესაფასებელი ობიექტის და ანალოგებისათვის.
ფიზიკური არის ისეთი ცვეთა, რომელიც გამოწვეულია ქონების ელემენტების დაზიანებით ბუნებრივი დაბერების ან არასწორი ექსპლუატაციის შედეგად.
მოძრავი ქონების შეფასებაში, ფიზიკური ცვეთის განსაზღვრის მეთოდებია:
- ფიზიკური მდგომარეობის ექსპერტიზის მეთოდი;
- ეფექტური ასაკის მეთოდი;
- საშუალო შეწონილი ქრონოლოგიური ასაკის მეთოდი;
- ექსპერტულ-ანალიტიკური მეთოდი;
- მთავარი პარამეტრის გაუარესების მეთოდი.
მანქანა-დანადგარების ფიზიკური ცვეთა არის მანქანის ღირებულების შემცირება მისი შრომისუნარიანობის გაუარესების გამო, რაც შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო დიდი ხნის ექსპლუატაციით ან გარკვეული პერიოდით შენახვით. ფაქტიურად ეს არის ზომების, ფორმებისა და წონის ან ზედაპირის მდგომარეობის ცვლილება – მუდმივი დატვირთვით შედეგად.