შენობა-ნაგებობების, კომერციული ფართების, საცხოვრებელი ბინების, კერძო სახლების, კოტეჯების შეფასებაში იგულისხმება მათი რეალური საბაზრო ღირებულების განსაზღვრა. შეფასების დროს გათვალისწინებულია ობიექტის ყველა თავისებურება და დეტალი: ადგილმდებარეობა, ფართობი, დაგეგმარება, მდგომარეობა, ლიკვიდურობა, ბაზარზე და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და სხვა. ჩვენ გავცემთ შეფასების IVS საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით მომზადებულ დასკვნას, რომელიც წარმოადგენს დასაბუთებულ, ოფიციალურ დოკუმენტს და მისი გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერი წინასწარ შეთანხმებული მიზნობრიობით.
უძრავ ქონებაში ჩადებული კაპიტალის ღირებულება დროთა განმავლობაში იცვლება ისეთი ფაქტორების ზემოქმედებით, როგირიცაა ინფლაცია, მოთხოვნის შემცირება, მიწოდების სიჭარბე, ფიზიკური, ფუნქციონალური გარე ეკონომიკური ცვეთა. სწორედ ამიტომ, სანამ მიღებულ იქნება გადაწყვეტილება უძრავ ქონებაში სახსრების ინვესტირების თაობაზე, გადამწყვეტი როლი უძრავი ქონების შეფასებას ენიჭება.
ყველაზე ხშირად შენობა-ნაგებობების შესაფასებლად მოგვმართავენ:
- ყიდვა-გაყიდვისას;
- დაზღვევისათვის;
- კრედიტის უზრუნველსაყოფად;
- სასამართლოში ქონებრივი დავების გადასაწყვეტად;
- მემკვიდრეობით, ჩუქებით გადაცემის, გაყოფის შემთხვევაში;
- საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რათა დადასტურებული და არგუმენტირებული იქნას გადასახადებით დასაბეგრი ბაზა.
კომერციული ფართების შეფასება:
კომერციული (შემოსავლის მომტანი) ფართების შეფასება დღევანდელი მდგომარეობით ერთ-ერთი გავრცელებული და მოთხოვნადი დაკვეთაა საშემფასებლო ბაზარზე.
ამ ტიპის ქონების შეფასება ითვალისწინებს შემოსავლის რაოდენობას, რისკებს და შემოსავლის მიღების დროს. ასევე იმ მრავალ გარემოებას, რამაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს მოგების მიღებაზე (ადგილმდებარეობა, მდგომარეობა, ხარისხი, ფუნქციონალური დატვირთვა და სხვა).
კომერციული ფართის საბაზრო ღირებულება ეს არის საუკეთესო ფასი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია მოხდეს მისი რეალიზება თავისუფალ ბაზარზე, კონკურენციის პირობებში. როდესაც გარიგების მონაწილეები მოქმედებენ გონივრულად, ფლობენ მთელ რიგ ინფორმაციას, და გარიგების ფასზე არ მოქმედებს რაიმე საგანგებო მდგომარეობები.
საცხოვრებელი ბინების შეფასება:
ჩვენი აზრით, ნებისმიერმა მსურველმა, რომელსაც სურს ბინის ყიდვა, გაყიდვა ან გაცვლა, ჯერ ბინის შეფასება უნდა გააკეთოს და შემდგომ მიიღოს გადაწყვეტილება
ბინის შეფასება თითქოს ყველას შეუძლია, მაგრამ უკეთესია თუ ამას სპეციალისტებს მივანდობთ.
საქართველოში იპოთეკური კრედიტირების განვითარებასთან დაკავშირებით ბინების შეფასება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დაკვეთა გახდა საშემფასებლო ბაზარზე.
ბინის სარწმუნო შეფასებისათვის უამრავი ფაქტორი უნდა იქნეს გათვალისწინებული, ისეთები როგორებიცაა:
შენობის ტიპი, მდგომარეობა, ადგილმდებარეობა, აშენების წელი, მშენებლობისას გამოყენებული მასალები, უბანი (მიკრორაიონი), უბანში განლაგება, სართული, რემონტის დონე, ტრანსპორტის აქტივობა, სოციალური ინფრასტრუქტურის არსებობა, ავტოპარკინგი, ხედები, მიმდებარე ტერიტორიების მდგომარეობა ეზოს არსებობა და სხვა. ამას გარდა, სერთიფიცირებული შემფასებლის მიერ მომზადებული დასკვნა ბინის შეფასების თაობაზე არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც განსახილველად იღებს ნებისმიერი ბანკის საკრედიტო განყოფილება, სასამართლო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები.
კოტეჯების (საგარეუბნო უძრავი ქონების ) შეფასება:
საგარეუბნო უძრავი ქონების ბაზრის მუდმივმა (განსაკუთრებით თბილისის შემოგარენში) ზრდამ შექმნა ისეთი სიტუაცია, როდესაც ამ ობიექტებზე მოთხოვნა ხშირად აჭარბებს მიწოდებას. ამ პირობებში ფასები სპეკულატიურ ფაქტორებზე დაყრდნობით ფორმირდება და ხშირად არ შეესაბამება ობიექტის რეალურ სამომხმარებლო ფასს. ამ სიტუაციაში საგარეუბნო უძრავი ქონების, აგარაკებისა და საცხოვრებელი სახლების დამოუკიდებალი შეფასების ჩატარება აუცილებელი ინსტრუმენტი ხდება ურთიერთხელსაყრელი ინტერესების ბალანსის დასამყარებლად უძრავი ქონების მყიდველსა და გამყიდველს შორის.
საგარეუბნო უძრავი ქონების შეძენისას ალბათობა იმისა, რომ მყიდველი მეტს გადაიხდის ვიდრე მისი რეალური ღირებულებაა, გაცილებით მეტია, ვიდრე ქალაქში საცხოვრებელი ბინის ყიდვისას. ქალაქგარეთ საცხოვრისის შეფასება მეტრაჟითა და ადგილმდებარეობით, როგორც ეს ქალაქში ხდება , არ არის გამართლებული. კოტეჯების შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას გაცილებით მეტი რაოდენობის კრიტერიუმი, კერძოდ: ქალაქიდან და სარკინიგზო ხაზიდან დაშორება, მისასვლელი გზების მდგომარეობა, განვითარებული ინფრასტრუქტურის არსებობა და სხვა.
ჩვენ გაძლევთ გარანტიას ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან.
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ ქონების შეფასებაში და გაგიწიოთ კონსულტაციები წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.
კონსულტაციები უფასოა!